თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ
01-05-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, პროფესიული ცნობიერების ამაღლების მიზნით, კოლეჯ „პრესტიჯს“ ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  ლაბორატორიები დაათვალიერეს.  კოლეჯის  თანამშრომლებისგან მნიშვნელოვანი და სასწავლებელში მოქმედ პროგრამებზე, სწავლების მეთოდებზე, მომავალში  განსახორციელებელ პროექტებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, დასვეს შეკითხვები და თავადაც სიამოვნებით  ჩაერთნენ კეთების პროცესში.

თეთრიწყლების საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის კოლეჯ „პრესტიჟის’’ გუნდს საუკეთესო მასპინძლობისთვის, თბილი გარემოსა და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203