ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ
01-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს.

თამაში - „რა? სად? როდის?“, 22 აპრილს, ზესტაფონში გაიმართა, სადაც ცხენთაროს სკოლის მოსწავლეთა გუნდთან ერთად, აჯამეთის კორპუსის მოსწავლეები - ცოტნე აბრამიძე, გიორგი სალუქვაძე და დავით ბერძული მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, კონკურსში მონაწილე სხვა სკოლებს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ბიჭებს!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში, მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203