ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბადმინტონში, სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვეს
01-05-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპორტულ რეგიონალურ თამაშებში მონაწილეობდნენ. 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონალური თამაშები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“ - ის ფარგლებში, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბადმინტონში გაიმარჯვეს და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ქუთაისში ჩატარდება.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203