ქუთაისის N38 სკოლაში  დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობა მიეძღვნა
01-05-2023
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, ბუნებისმეტყველების პედაგოგმა - ფიქრია სილაგაძემ, მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოს რამდენიმე ახალი ნერგი შემატა.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ცოდნა შეიძინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„თითეული ახალი ნერგი ჩვენი შვილების უკეთესი, ჯანსაღი მომავლის საწინდარია - „გავუფრთხილდეთ დედამიწას, ის ჩვენ შვილებმა გვათხოვეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203