მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას „მწვანე ჩანთები“ დაურიგეს და გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს
01-05-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მედანის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, აქტივობა - „მწვანე ჩანთები“ განხორციელდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ დღის აღსანიშნავად, მშობლების, მასწავალებლების მხარდაჭერითა და თანადგომით, ეკოკლუბის - „ტობავარჩხილის“ ლოგოთი ნაჭრის ჩანთები შეიკერა.

„მოსწავლეებმა ჩანთები გამვლელებს დაურიგეს და მოუწოდეს პოლიეთილენის პარკები მრავალჯერადი გამოყენების, ნაჭრის ჩანთებით ჩაენაცვლებინათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი გარემოსდაცვითი საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკუთარი როლის გააზრება იყო.

მათი ხელმძღვანელები გახლდათ  - ირმა ჩალიგავა, ლუარა წახნაკია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203