წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა მოეწყო
01-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში წარიმართა. მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ, რადგან საყვარელი წიგნი უნდა წარედგინათ. დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელი მათ ამ დღის ისტორიის შესახებ ესაუბრა და პატარებს მისი ბავშვობის საყვარელი წიგნი გააცნო.

ამის შემდეგ „ესტაფეტა" კლუბის წევრებმა გადაიბარეს, რომლებმაც თანატოლებს თავიანთი საყვარელი წიგნები წარუდგინეს. მათ შორის იყო როგორც ქართველი, ასევე უცხოელი საბავშვო მწერლების ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ წიგნებს შორის მრავლად იყო ასევე საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტები.

შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე  ესწრებოდა, რომელიც აქტიურად ჩაერთო კლუბის მუშაობაში და ბავშვებს საყვარელი წიგნების შესახებ ესაუბრა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203