„ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედამიწა“ - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო ღონისძიება 
01-05-2023

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანა წურწუმიასთან ერთად, ჩაატარეს ღონისძიება - „ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედამიწა“.

პრეზენტაციის სახით მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და კედლის გაზეთი.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203