ხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
01-05-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

მათ მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებს სთავაზობენ. შედაგად, მოსწავლეებს უნარებისა და შესაძლებლობის წარმოაჩენის საშუალება აქვთ. 

ამჯერად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პირველი-მეცხრე კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა, მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ საინტერესო, მრავალფეროვანი და განსხვავებული თემატიკის ნამუშევრები მოამზადეს. 

გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. მასში გეორგაფიის მასწვალებელი ლია კოპალიანი მონაწილეობდა, ხოლო ორგანიზატორი ნათელა ყურაშვილი იყო.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203