ონის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა მოეწყო
01-05-2023

სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში, კორპორაციული სოცილაური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „თეთრმა კვადრატმა“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა მოაწყო.

დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორის, ირაკლი ბურდილაძის ქველმოქმედებით, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა კომპიუტერული ლაბორატორია და ზურაბ ბურდილაძის სახელობის ბიბლიოთეკა.

კომპიუტერული ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით - 20 კომპიუტერით, 4 პრინტერით, 1 პროექტორით, მაგნიტური დაფით, 20 მოსწავლის მაგიდითა და სკამებით.

ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის თაროები, მაგიდები და სკამები, რბილი ავეჯი. როგორც სკოლაში ამბობენ, ბიბლიოთეკაში 2000-მდე თანამედროვე მხატვრული, კლასიკური, ყველა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე განთავსდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203