„დედამიწა ჩვენი სახლია“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო კლასის საათი 
01-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა თემატური აქტივობით აღინიშნა. 

I კლასში (ხელმძღვანელი: ი.წულუკიძე) დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ამ დღის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარებმა ამ აქტივობით ჩვენი პლანეტის - დედამიწის დაცვის და არსებობის საქმეში თითოეული ადამიანის როლი გააცნობიერებს.

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203