დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მაგიდის ჩოგბურთში, რეგიონალურ პირველობაზე გაიმარჯვეს
01-05-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონალურ სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
ოლიმპიადა, მაგიდის ჩოგბურთში რეგიონალურ პირველობაზე გოგონათა შორის გაიმართა.
დაძაბული ბრძოლისა და დიდი კონკურენციის მიუხედავად, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და სამომავლოდ კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, მათ გააქტიურებასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს