ზერტის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
01-05-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება, ქართულ ენას, სამშობლოს, პედაგოგებს მიეძღვნა და გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ლექსებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა საინტერესო და ხალისიანი იყო, მასში მე-4 კლასის  მოსწავლეები, პედაგოგ მარინე მაზანაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი განწყობის ამაღლებაზე მუდამ ზრუნავენ, რადგან გააზრებული აქვთ, რომ ყოველივე ეს მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობაზე მოქმედებს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203