ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე
01-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სხვადახვა კლუბი და წრე მოქმედებს.
ამჯერად, გუნდმა „რიონი“ და გუნდის ხელმძღვანელმა ქეთინო ბჟალავამ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსზე საუკეთსო შედეგი აჩვენეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დიდი მოწონება დაიმსახურეს და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
სკოლაში მათ ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„წინ მეტად საპასუხისმგებლო გამოსვლები ელით პატარა მომღერლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.