„ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“ - პატრიოტული ღონისძიება შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში
01-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში, ღონისძიება - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“, გაიმართა.
მოსწავლეებმა, კვირის განმავლობაში ამ თემისადმი მიძღვნილი, ნახატები და ესკიზები შექმნეს და მრავალფეროვანი კედლის გაზეთი დაამზადეს.
ბავშვებმა, ამ დღეს დაწერეს თავიანთი სურვილები აფხაზი თანატოლებისადმი და სიმბოლურად ფრანები გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს რესურსოთახში მხატვრული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ამ თემაზე ისტორიული ჩანახატები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს