მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ
01-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ.

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტმა - საბა გაბიანმა, კადეტებმა  - მარიამ კოსტავამ და ირაკლი დეისაძემ საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს სოფელ მაღლაკის საჯარო, N1, N2, სოფელ ფარცხანაყანევის N1 და N4 საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.

მომხსენებლებმა, ლიცეუმში მიღებისა და სწავლების პირობების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში, მოსწავლეთა მომავლის განსაზღვრასა და მათთვის სხვადსხვა პროფესიასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას დიდი ყურადღება ეთმობა. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203