ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ჭადრაკში, შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა
01-05-2023

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა. 

კონკურსის - „ჭადრაკი არის მომხიბვლელი სპორტული დისციპლინა“ შიდასასკოლო ტურში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კონკურსს მიწვეული სტუმარი ლეონტ ქუხილავა ესწრებოდა და მოსწავლეებს საინტერესო სვლებს სთავაზობდა. 

„მადლობა ბატონ ლეონტის ამ პოზიტიური დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ლოგიკური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203