ჭოგნარისა და ნოღის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ტელეფისის ციხე დალაშქრეს 
01-05-2023
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარისა და აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლების პედაგოგებმა - თამუნა ქორიძემ, ქეთევან მეფარიშვილმა და მაია ლორიამ ლაშრქობა მოაწყვეს. 

მასში ორივე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ისინი ტელეფისის ციხეზე იმყოფებოდნენ. ლაშქრობა შემეცნებითი ხასიათის იყო. მოლაშქრეები საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ბუნების სილამაზით დატკბნენ. 

აქტივობა მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად აისახა.

„ეს დღე ღირშესანიშნავი იყო ყველასთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203