დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დოლოგნის საჯარო სკოლაში
01-05-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულში სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იყო ჩართული, ხელმძღვანელი კი, პედაგოგი ირმა საფარიძე გახლდათ. 

კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობა იმართებოდა, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს, გამოფენა მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მინი პროექტის პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრა დასრულდა სიტყვებით - „დედამიწა ბრძენია, მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203