განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გვიანიძე სიმღერის კონკურსზე წარმატებით წარდგა
01-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
სკოლის ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ანა გვიანიძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსი, სკოლებს შორის, 27 აპრილს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიცირებით, ორგანიზებით და ხელვაჩაურის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს დებიუტს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს