„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - პედაგოგმა, მელანია დოლიძემ მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
01-05-2023

მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეთა სპორტული წარმატება და მათი აქტიურობა პრიორიტეტულია. შესაბამისად საკუთარ საქმეში უდიდეს შრომას დებს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

ამჯერად პედაგოგმა, მოწაფეებს შესთავაზა საინტერესო კომპლექსური დავალება თემზე - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, მძლეოსნობის და ბალახის ჰოკეის ტექნიკური ელემენტების გამოყენებით. 

„ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი მრავალფეროვნებაა“ -  აღნიშნავს პედაგოგი და ცდილობს თავისი მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და პროდუქტიული სასწავლო პროცესი წარმართოს. 

პედაგოგის ასეთი მიდგომაა, მოსწავლეთა დიდი სიყვარულისა და პატივისცემით საწინდარი. 

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელი სპორტულ სიახლეებში აქტიურად მონაწილეობს და მოსწავლეთა წინსვლისთვის ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203