ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლის - ელენე კუბლაშვილის მორიგი ოქროს დიპლომი -  მეორეკლასელი izrune.ge-ს ტესტებს ბრწყინვალედ ასრულებს
01-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელი ელენე კუბლაშვილი ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს. 

II კლასის მოსწავლის სახელზე, მისი სკოლის, დამრიგებლისა და მშობლების საამაყოდ არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად, მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი გაიარა ბრწყინვალედ და ოქროს დიპლომი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ელენეს მეცხრე გამარჯვებაა.

მასზე განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი და პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს მორიგ წარმატებას ულოცავენ.

„ელენე izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და ნიჭიერი წევრია. საამაყო მოსწავლემ, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს. წარმატებები ელენეს და მის პედაგოგს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203