ნადაბურის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
01-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა და მას, როგორც გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი, საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთა მასწავლებელი ხათუნა გელაშვილი გახლავთ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.
აღნიშნულ დღეს მათ შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათ, ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს