წაჩხურუს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა კალანდიამ თანაკლასელებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
03-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. იქ მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ.
ამჯერად, სპეციალური მასწავლებლის - ირმა კანკიას ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლე საბა კალანდია მათემატიკური და გეომეტრიული ფიგურების აქტივობა ჩაატარა.
მან მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია გააცნო, აქტივობაში ყველა მათგანი მონდომებითა და ხალისით ჩართო. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვროდ ვიდეო გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საბა კალანდია აქტივობას დიდი წარმატებით წარუძღვა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს