ეშტიის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩაატარა
01-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს წრე - „მე და წიგნი“. 

სკოლის ახალგაზრდა ბიბლიოთეკარმა - ნადია ჩეჩელიანმა, არაფორმალური განათლების მიმართულებით, წრის - „მე და წიგნი“ ფარგლებში ღონისძიება გამართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის და რაოდენობის წიგნი წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს კი დასახელდა გამარჯვებული მოსწავლე, რომელმაც განსაზღვრული დროის განმავლობაში ყველაზე მეტი წიგნი წაიკითხა. 

გამარჯვებული მოსწავლე კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა. ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203