კასუმლოს საჯარო სკოლის პედაგოგ სამირა ისმაილოვას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
01-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის პედაგოგ სამირა ისმაილოვას განსაკუთრებული ღვაწლისთვის მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის პედაგოგისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამირა ისმაილოვას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები სამირა ისმაილოვას პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„კასუმლოს საჯარო სკოლა ულოცავს ქ/ნ სამირა ისმაილოვას მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს