„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ახალციხის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი აქტივობები მოეწყო
01-05-2023
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები სლოგანის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გაერთიანდნენ და გარემოსდაცვით აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ.

ისინი ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეებმა ასევე შერჩეულ ადგილზე მცენარეები დარგეს და სკოლის ტერიტორია გაამწვანეს.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203