შავღელეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
01-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ თარიღი აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია მამულაძესთან ერთად, გარემოსდაცვითი დღე საინტერეოდ აღნიშნეს.

მათ თემატური პლაკატი შექმნეს და ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

მეხუთეკლასელებმა ასევე, შერჩეულ ადგილზე მცენარეები დარგეს და გარემო გაამწვანეს.

აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203