განძის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს შემეცნებითი პრეზენტაცია მიეძღვნა
01-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მოეწყო. 

საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. 

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სხვადასხვა რესურსით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და თანაკლასელებს გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი ა.ლევონიანი ხელმძღვანელობდა. 

სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203