ფერიის საჯარო სკოლაში სიმღერის კონკურსი გაიმართა
01-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების კონკურსი  მოეწყო. 

კონკურსი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსი ძალიან ემოციურად და წარმატებით წარიმართა. შეხვედრის ბოლოს, გამარჯვებული გამარჯვებულთა შორის გამოვლინდა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი არაჩვეულებრივია და წარმატებას უსურვებენ ყველა იმ მოსწავლეს, ვინც გამარჯვებისთვის იბრძოლა.

კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • მარიამ ხუჯაძე;
  • ნატალი ნაკაშიძე;
  • ელენე ხუჯაძე.
აღსანიშნავია, რომ  სკოლას და მოსწავლეებს გამარჯვებისთვის სიგელები და გრანპრი გადაეცათ.

„წარმატებები, ჩვენ ნიჭიერ მომღერალ მოსწავლეებს. მადლობა, თავისი პროფესიის უზადოდ შეყვარებულ, მიზანდასახულ, წარმატებულ, ახალგაზრდა მუსიკის პედაგოგ - ია გოგუას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203