უჩმანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა 
01-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესში მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით,  მრავალფეროვანი პლაკატები შექმნეს, საკლასო ოთახში გამოფინეს და ერთმანეთს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში, გარემოსადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203