გალავნის საჯარო სკოლის კლუბ „კლიოს“ წევრები საზოგადოებრივ კოლეჯსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ
01-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის კლუბ „კლიოს“ წევრები პროექტის - „ქართული ვაზის ჯიშები“ ფარგლებში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს და სამეცნიერო კვლევით ცენტრს, ჯიღაურაში, ეწვივნენ.

მოსწავლეებს კოლეჯში პროფესიული განათლების ექსპერტებმა - მაია მირველაშვილმა და სალომე ბენდელიანმა უმასპინძლეს და ადგილზე ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია გააცნეს. გარდა ამისა, გაუზიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული რჩევები.

ჯიღაურის სამეცნიერო კვლევით ცენტრში კი, მოსწავლეებს ადგილზე მეღვინეობა-მევენახეობის მთავარმა სპეციალისტმა ჯაბა აბაიშვილმა უმასპინძლა. მან სტუმრებს ვაზის ისტორია გააცნო, ესაუბრა ქართულ უძველეს ვაზის ჯიშებზე, მისი მოვლის ეტაპებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვიზიტებმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. კლუბ „კლიოს“ ხელმძღვანელია ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნატალია გოდერძიშვილი.

„მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს აღდგენილი 470 ჯიშის ვაზის ნაწილი. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია და ვიმედოვნებთ, ეს ინტერესი უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ ზოგიერთი მათგანის პროფესიადაც იქცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203