გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ფინალში გადავიდა
01-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. ნახევარფინალური ტური 24 აპრილს ჩატარდა, მასში გალავნის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ფინალში გადავიდა.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლა ასახელეს. მათი გუნდის ხელმძღვანელი ნატალია გოდერძიშვილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203