იხტილის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე საინტერესო ჯგუფური სამუშაო შეასრულეს
01-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სირანუშ ოვსეპიანი მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. 

ის სასწავლო პროცესში საინტერესო აქტივობებსა და თანამედროვე მიდგომებს იყენებს. ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო ჯგუფური სამუშაო ჩაატარეს. 

მათ სხვადასხვა მათემატიკური ფიგურა დახატეს და გამოჭრეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრი ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203