თბილისის N217 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგეს
01-05-2023
თბილისის N217 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, IV კლასმა სკოლაში მწერალი გურამ პეტრიაშვილი მიიწვია. მოსწავლეებმა მისი წიგნის - „დიდი ქალაქის ზღაპრები“ მიხედვით დადგეს სპექტაკლი. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ საშუალება ჰქონდათ, რომ მწერალს პირადად გასაუბრებოდნენ და მისთვის კითხვები დაესვათ. 

აქტივობებმა ძალიან საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203