კოთელიისა და ტურცხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მასშტაბური დასუფთავების აქცია გამართეს
01-05-2023
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიისა და ტურცხის საჯარო სკოლებში არსებული ინიციატორთა კლუბის ორგანიზებული გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქტივობა ქართული ენის პედაგოგ, თამარ დევდარიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ორივე სკოლის მოსწავლეებმა, ორგანიზატორებთან და სხვა მოხალისე პედაგოგებთან ერთად, დაასუფთავეს ძალიან დიდი ტერიტორია სოფელ ტურცხიდან თითქმის სოფელ არაგოვამდე, ასევე, ტყის მასივი და ცენტრალური გზის ორივე მხარე. მათ გარემო გულდასმით მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და ადგილი მიუჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-მასწავლებლები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
სკოლის დირექცია უღრმეს მადლობას უხდის სკოლის ქართული ენის წამყვან მასწავლებელს თამარ დევდარიანს, ასეთი სასიკეთო პროექტის განხორციელებისთვის და უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმტებას.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს