კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
ბავშვებმა, კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ქართველი ერისთვის მისი მნიშვნელობა.
ღონისძიებას, პედაგოგი ლალი ასლანიშვილი ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: