
სპორტის პედაგოგი მელანია დოლიძე, მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, სახალისო და განმავითარებელ სასწავლო პროცესს სთავაზობს.
ამჯერად, პედაგოგის ხელმძღვანელობით, სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, შიდასასკოლო შეჯიბრი მოეწყო.
ერთმანეთს, მე-9ა და მე-9ბ კლასები შეხვდნენ, დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და თამაში საინტერესოდ წარმართეს.
მწვრთნელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საყვარელია, რადგან ის მუდამ მათ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
იხილეთ ფოტოები: