
ამჟამად, ლეღვანის საჯარო სკოლის სამივე კორპუსში აქტიურად მიმდინარეობს მზადება კონკურსისათვის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი„.
დიდვაკის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკონკურსო ნახატები უკვე შექმნეს. კვირეულის ფარგლებში კი კედლის გაზეთი გამოუშვეს სახელწოდებით - „აფხაზეთი საქართველოა“.
მოსწავლეები აქტივობებში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: