თბილისის N132 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი წარმატებით ხორციელდება
28-04-2023
თბილისის N132 საჯარო სკოლაში, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი, თემაზე - „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გაეცნენ, ისეთ თემებს, როგორებიცაა:
 
  •  ძალადობის ფორმები და მათი მნიშვნელობა;
  • ძალადობის თავიდან აცილებისა და მასთან გამკლავების გზები და მექანიზმები;
  • გენდერული როლები და სტერეოტიპები ჩვენს თემსა და საზოგადოებაში;
  • ძალადობის შედეგები და მისი პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ  მოსწავლეებისთვის ტრენინგ-კურსები ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, ისინი ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნენ და მეტად გავრცელებული პრობლემის - ძალადობის, წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი როლი განსაზღვრეს. 

პროექტის ორგანიზატორენი საქართველოს გოგონა სკაუტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაა“. 
 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრენინგ-პროგრამა, პროექტ - „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women Georgia და გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA Georgia ევროკავშირის მხარდაჭერით European Union in Georgia ახორციელებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203