„რა კავშირია ქრისტეფორე კოლუმბსა და იმ საკვებს შორის, რომელსაც მივირთმევთ“- შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი პროექტ-ღონისძიება აფხაზეთის N1 სკოლაში
28-04-2023

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები ინგლისური ენის ხარისხიან სწავლების მნიშვნელობას კარგად იაზრებენ. სწორედ, ამიტომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში პედაგოგმა - მანანა შარია-ცობეხიამ, საკლასო პროექტ-ღონისძიება  - at is the connection between Christopher Columbus and the food we eat? (რა კავშირია ქრისტეფორე კოლუმბსა და იმ საკვებს შორის, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ) განახორციელა.

პროექტში ჩართულები მე-7 და მე-7 კლასების მოსწავლეები იყვნენ.

„ინგლისური ენის საჭიროება დღევანდელ, თანამედროვე მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. კლასგარეშე აქტივობები და პროგრამები კი ყველაზე მეტად უწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვას. აგრეთვე, მეტაკოგნიტური თუ სოციალური ურთიერთობის მართვის უნარების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ზემოთხსენებული ღონისძიება“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, საკუთარი ხელებით შექმნეს ღონისძიებისთვის საჭირო დეკორაცია-რესურსი - კოლუმბის გემი - „სანტა მარია“ აგრეთვე ინდიელთა თავსაბურავები და სხვა საჭირო რესურსი.

„ამ ღონისძიებამ ოთხი საგნის (ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება) ინტეგრირებით მოსწავლეები გააქტიურა“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203