ხაშურის N7 სკოლის მასწავლებლებს - ანა ტაბატაძესა და ლევან ლომიძეს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის სტატუსი აუმაღლდათ
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებს - ანა ტაბატაძესა და ლევან ლომიძეს განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის სტატუსი აუმაღლდათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - თანახმად, სკოლის ბუნება/ბიოლოგიის მასწავლებელ ანა ტაბატაძეს მენტორი მასწავლებლის, ხოლო სკოლის სპორტის პედაგოგ ლევან ლომიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ანა ტაბატაძესა და ლევან ლომიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„საკოლო საზოგადოება ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს მათ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.