ტალავერის N2 საჯარო სკოლაში „ფიზიკის საღამო“ მოეწყო
28-04-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს. იმისთვის რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცენ პედაგოგები მოზარდებს მრავალფეროვან საგანამათლებლო ღონისძიებებში რთავენ, ეს ყველაფერი კი ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება - „ფიზიკის საღამო“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ჩაერთნენ სხვადახვა აქტივობაში, ჩაატარეს ექსპერიმენტები, ერთმანეთს შეეჯიბრნენ და იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.