ციხიის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. 

სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი - „მწვანე სავანე“, რომლის წევრებიც, მასწავლებლებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი და დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებენ. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს დედამიწის დღე. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთა დაკავშირებით გამართული კვირეულის ფარგლებში, პედაგოგ ლალი ბუხაიძის ხელმძღვანელობით, თემის - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ შესაბამისად, კლუბის წევრებმა არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 

დედამიწის დღისადმი მიძვნილ ღონისძიებაში ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: პლაკატი, სლაიდები და პატარა ჩანახატები...

ღონისძიების ბოლოს სკოლის ტერიტორია მწვანე ნარგავებით განაშენიანდა. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა წარმოადგინა კლუბის სამომავლო სამოქმედო გეგმაც.

იხილეთ ფოტოები:
   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203