„მაჩუქე წიგნი“ -  წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პროექტი ჯვარის N1 საჯარო სკოლაში
28-04-2023
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა. 

პროექტის სახელწოდება - „მაჩუქე წიგნი“, გახლდათ, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩაერთნენ.

პროექტის ფარგლებში, სხვადსხვა კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქეს. 

სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, მათში კითხვის კულტურისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა.

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ  წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203