სვირის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
28-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო.

კვირეული ფარგლებში, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები უძღვებოდნენ.

ღონისძიებაში მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც სერტიფიკატები გადაეცათ.

მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203