ძირულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა 
28-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

გარემოსდაცვით დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელშიც საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და უცხო ენების კათედრების თანამშრომლობით, მოსწავლეები ჩაერთნენ.

კვირეულის მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები) და მე-12 (გონივრული წარმოება და მოხმარება) მიზნების შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეებმა სკოლაში ასევე პრეზენტაციები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წარადგინეს.

სკოლაში ასევე მოსწავლეების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნივთების გამოფენა გაიმართა.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203