თბილისის N118 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთნენ
28-04-2023
თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდანვე უნერგავენ.
შესაბამისად, მოსწავლე მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე.
სკოლის მე-62 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - ხათუნა თაყაძის ხელმძღვანელობით წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთნენ და ერთმანეთს სასურველი საჩუქარი გაუკეთეს.
1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს