ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ერთმანეთს საყვარელი წიგნები აჩუქეს 
28-04-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მეოთხე კლასში, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბეს, განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა ზოგადი ცოდნისა და ინტელექტის დონის ამაღლებისთვის. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთნენ, მათ მეწყვილეები აირჩიეს, საყვარელი წიგნები აჩუქეს და ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ ნაჩუქარ წიგნებს აუცილებლად წაიკითხავდნენ.

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ  წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203