ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-04-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თემატური ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი, უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203