დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში
28-04-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა ჩატარდა. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციები და ნახატები შექმნეს, მეორეკლასელებმა ნახატები დახატეს  და მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო.

მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და მათაც, თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს და სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს, ასევე ანალიტიკური ესე წარმოადგინეს, თემაზე - „მე რომ დედამიწა ვიყო, ვიტყოდი, რომ“.

მე- 6 კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს და დედამიწისგან წარმოსახვითი ინტერვიუ აიღეს. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დაწერეს თემა -  „როგორი მინდა იყოს დედამიწა“. 

არც მე-8 კლასის მოსწავლეები გამორჩენილან, ამ დღის აღნიშვნას, მათ სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს, დედამიწაზე არსებული პრობლემები გააცნეს უმცროსი კლასის მოსწავლეებს და შესაფერისი ფილმის ჩვენება მოაწყვეს. 

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა“ - სიამაყით განაცხადეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203